სამართლებრივი

კონფიდენციალურობა

ბოლო განახლება: 2026 წლის 5 იანვარი

კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობა

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს Structo-ს, როგორც ციფრული ეკოსისტემის, კონფიდენციალურობის პოლიტიკას. Structo არის B2B პროდუქტი, რომლისმფლობელი და ოპერატორია შპს „ეფ ფიუჟენ“-ი (საიდენტიფიკაციო კოდი: 405730829) (შემდგომში — „ჩვენ“ ან „კომპანია“).

პლატფორმა შექმნილია სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესებისა დაორგანიზაციებისთვის (მათ შორის: უძრავი ქონება, რითეილი, მომსახურება, ლოგისტიკა), რათა მათ შეძლონ ოპერაციების ადმინისტრირება, CRM პროცესების მართვა, ფინანსების ოპტიმიზაცია და სამუშაო ნაკადებისავტომატიზაცია. ჩვენი პლატფორმა ამუშავებს ჩვენი ბიზნეს კლიენტების(„პლატფორმის მომხმარებლები“) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაცმოიცავს მათი კლიენტების, პარტნიორებისა და თანამშრომლების პერსონალურმონაცემებს.

თუ არ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენისერვისები. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: contact@structo.info

რა ინფორმაციას ვაგროვებთ

Structo-ს მეშვეობით ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიცაუცილებელია ბიზნეს ოპერაციებისა და პლატფორმის გამართულიმუშაობისთვის:

• პერსონალური ინფორმაცია: სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერიდა ელ-ფოსტა (აუცილებელია ხელშეკრულებების გენერირებისთვის, გაყიდვების მართვისა და CRM პროფილებისთვის).

• ტრანზაქციული და კომერციული მონაცემები: ფინანსური ჩანაწერები, გადახდების ისტორია, განვადების განრიგები და ინვოისები.

• საბანკო ინფორმაცია: საბანკო რეკვიზიტები, რომლებიც გამოიყენებამხოლოდ გადახდების იდენტიფიცირებისა და ავტომატური შედარების(Reconciliation) პროცესისთვის.

• ავტომატურად შეგროვებული ტექნიკური ინფორმაცია: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ინფორმაცია და სისტემური ლოგებიუსაფრთხოების მიზნით.

როგორ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს (Controller vs Processor)

შპს „ეფ ფიუჟენ“-ი მოქმედებს როგორც მონაცემთა დამამუშავებელი (Processor) და ამუშავებს მონაცემებს პლატფორმის მომხმარებლის (მონაცემთადამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი — Data Controller) სახელით და მისიმითითებების შესაბამისად:

• CRM და ბიზნეს პროცესების მართვა: შეყვანილი მონაცემების გამოყენებახელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და ინვოისებისგენერირებისთვის.

• ფინანსური ოპერაციები: ტრანზაქციების მონიტორინგი ფინანსურიგამჭვირვალობისა და ავტომატური რეპორტინგისთვის (Cashflow).

• ავტომატური შეტყობინებები: შეხსენებების გაგზავნა მოახლოებულ ანვადაგადაცილებულ გადახდებზე ინტეგრირებული არხების საშუალებით.

Structo არ ახდენს პერსონალური მონაცემების დამოუკიდებელ დამუშავებას. პლატფორმაში შეყვანილ მონაცემებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდპლატფორმის მომხმარებლებს.

მესამე მხარის ინტეგრაციები და ქვეკონტრაქტორები

პლატფორმის ფუნქციონირებისთვის, Structo ინტეგრირებულია შემდეგ სანდოსერვისებთან:

• საბანკო სექტორი: პირდაპირი API კავშირი საქართველოს ბანკთან (BOG) და თიბისი ბანკთან (TBC) ავტომატური ქეშფლოუსა და კონტრაქტებისსინქრონიზაციისთვის.

• Meta API: სრულად თავსებადი ინტეგრაცია საკომუნიკაციო არხების(WhatsApp/Messenger) უსაფრთხო მართვისთვის.

• უსაფრთხო AI: კავშირი მსოფლიოს წამყვან ხელოვნური ინტელექტისმოდელებთან ბიზნეს ანალიტიკისა და მონაცემთა კატეგორიზაციისთვის.

• Google OAuth: Gmail-ის უსაფრთხო სინქრონიზაცია OAuth 2.0 სტანდარტით.

• Direct SMS: ოფიციალური SMS გეითვეები შეტყობინებების გარანტირებულიმიწოდებისთვის.

• Cloud ინფრასტრუქტურა: Railway (უზრუნველყოფს ჰოსტინგისუსაფრთხოებას, მონაცემთა ბაზების მართვას და სისტემისხელმისაწვდომობას).

უსაფრთხოება და AI (StructoAI)

უსაფრთხოების ზომები: შპს „ეფ ფიუჟენ“-ი ახორციელებს მონაცემთადაშიფვრას გადაცემისას და შენახვისას, ასევე მრავალფაქტორიანავთენტიფიკაციას (MFA).

ხელოვნური ინტელექტი: StructoAI გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლისსპეციფიკური ბიზნეს კონტექსტისთვის. ჩვენ არ ვიყენებთ კლიენტისმონაცემებს საჯარო AI მოდელების მოსამზადებლად (Training).

მონაცემთა შენახვა და წაშლა

მონაცემები ინახება ბიზნეს ვალდებულებების შესრულებისთვის საჭიროვადით. მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მონაცემები ავტომატურადიშლება სისტემიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაცკანონი მოითხოვს უფრო ხანგრძლივ შენახვას.

თქვენი უფლებები

როგორც მონაცემთა სუბიექტს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენსპერსონალურ მონაცემებზე წვდომა, მათი გასწორება ან წაშლა.

შენიშვნა საბოლოო მომხმარებლებისთვის: თუ თქვენი მონაცემები მუშავდებაკომპანიის მიერ, რომელიც იყენებს Structo-ს (მაგალითად, შეიძინეთ ქონება ანმომსახურება ჩვენი ერთ-ერთი კლიენტისგან), გთხოვთ, თქვენი მოთხოვნებითმიმართოთ უშუალოდ ამ კომპანიას (მონაცემთა კონტროლიორს). Structoმხოლოდ ტექნიკურ ინსტრუმენტებს აწვდის ამ ორგანიზაციებს მონაცემთასამართლებრივად მართვისა და წაშლისთვის.

საჩივრები

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდაარაკანონზომიერად ან დაირღვა თქვენი უფლებები „პერსონალურ მონაცემთადაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლება გაქვთ საჩივრითმიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს:

ვებგვერდი: https://www.personaldata.ge ტელეფონი: +995 32 242 71 00 ელ-ფოსტა: info@personaldata.ge

 

კონტაქტი

• ორგანიზაცია: შპს „ეფ ფიუჟენ“-ი (ს/კ 405730829)

• იურიდიული მისამართი: თბილისი, დაბა წყნეთი, გ. შერვაშიძის ქ. №14

• სათაო ოფისი: თბილისი, ვაჟა-ფაშაველას გამზ. №45

• ელ-ფოსტა: contact@structo.info

• ტელეფონი: +995 544 44 44 35

შენიშვნა: Structo წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ პლატფორმას და არამუშავებს პერსონალურ მონაცემებს დამოუკიდებლად. მონაცემებზე სრულიკონტროლი ეკუთვნის პლატფორმის მომხმარებლებს (Data Controller), რომლებიცთავად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და წესებს.

AppFusion @ ყველა უფლება დაცულია

AppFusion @ ყველა უფლება დაცულია